აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი უარყოფს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, რომელმაც მისი წინამორბედი, ექსპრეზიდენტი ბარაკ ობამა სატელეფონო საუბრების მოსმენაში დაადანაშაულა.
ჯეიმს კომიმ იუსტიციის დეპარტამენტს მოუწოდა, საჯაროდ უარყოს ტრამპის ბრალდება ობამას მიმართ, რადგან, მისი თქმით, აღნიშნულის მტკიცებულებები არ არსებობს და ტრამპის განცხადება ბადებს ეჭვს, თითქოს ფედერალურმა ბიურომ კანონი დაარღვია.
კომის განცხადებას იუსტიციის დეპარტამენტის მხრიდან ჯერჯერობით პასუხი არ მოჰყოლია.
ტრამპმა ობამა უკანონო მოსმენებში შაბათს დაადანაშაულა, რაც მოგვიანებით ობამას წარმომადგენელმა უარყო. ტრამპმა კი დღეს უკვე კონგრესს მოუწოდა, მისი სატელეფონო საუბრების შესაძლო მოსმენის ფაქტი გამოიძიოს.
კომენტარები