სტამბოლის ბუიუკჩეკმეჯეს რაიონში ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა.
შედეგად სულ მცირე ხუთ ადამიანი დაიღუპა.
„ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილას ხუთი გვამი დავინახე. ეს სახანძრო ვერტმფრენი იყო“, – განაცხადა ბიუქჩექმეჯეს რაიონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა ჰასან აქგიუნმა.
სტამბოლის მერმა ვასიფ შაჰინმა დაადასტურა, რომ ვერტმფრენში შვიდი ადამიანი იმყოფებოდა.
კატასტროფა ადგილობრივი დროით 11:21-ზე მოხდა. კატასტროფის მიზეზი ჯერ არ დასახელებულა.
კომენტარები