ეს არის ქვეყნის დაუძინებელი მტრის, სააკაშვილის მიერ პროვოცირებული აქცია, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „გადაარჩინე სიცოცხლე” თავმჯდომარე ჯამბულ გამცემლიძე ბათუმში წუხელ განვითარებული მოვლენების თაობაზე აცხადებს.
„ვუყურე ბათუმის კადრებს და ეს წუთია დამთავრდა ყველაფერი და მიმდინარეობს ბათუმის ქუჩების დასუფთავება. მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა, ვარაუდი იმის შესახებ, რაც მოხდა. ეს არის ქვეყნის დაუძინებელი მტრის, სააკაშვილის მიერ პროვოცირებული აქცია და ახლა მაინც გამოვფხიზლდეთ ბატონებო და “ნაცხროვას” დავარქვათ თავისი სახელი, ეს დანაშაულებრივი ხროვა უნდა გასამართლდეს კანონის მთელი სიმკაცრით, მომავალში რომ არავის გაუჩნდეს მსგავსის კეთების სურვილი. მე ვეკითხები ყველას – მთავრობას სამართალდამცავებს და მეგობრებს, ვინც ახლა პუბლიკაციას წაიკითხავს – “არსებობს დანაშაული, რაც ნაცხროვას არ ჩაუდენიაა?” – ქალაქის ვანდალური დარბევაღა აკლდათ და ესეც მივიღეთ, ხალხის შეკვეთა არის ის, რასაც მე ვაცხადებ და თუ არჩევანს გააკეთებთ ხალხის სასარგებლოდ, დაგვავალებთ“, – წერს გამცემლიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
“არსებობს დანაშაული, რაც ნაცხროვას არ ჩაუდენიაა?”
2017/03/12 13:38:51
კომენტარები
ნანახია: 2073 ჯერ