მოსალოდნელი შტორმის გამო, ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შტორმი აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს სამშაბათს, დღის მეორე ნახევარში მიუახლოვდება. ამის გამო, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მოლაპარაკება გადაიდო.
შტორმის დროს ნიუ-იორკში 96 კმ/სთ-ის სიჩქარის ქარი იქროლებს. ქალაქში 60 სანტიმეტრის ოდენობის ნალექიცაა მოსალოდნელი.
აშშ-ის უდიდეს ქალაქში დაიხურება სკოლები, გაუქმდება ავიარეისები. საერთო ჯამში, აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ნიუი-ორკში, ვაშინგტონში, ბოსტონში, ბალტიმორსა და ფილადელფიაში 6500 რეისი იქნება გაუქმებული.
საგანგებო მდგომარეობა ნიუ-იორკის მერმა, ბილ დე ბლაზიომ გამოაცხადა.
კომენტარები