აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჰამასის“ მიერ აყვანილი ამერიკელი მძევლების სახლში დაბრუნების საუკეთესო გზა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებაა, რომელიც ამჟამად განიხილება.
ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ ფოკუსირებულია „ჰამასზე“ ზეწოლაზე მძევლების გათავისუფლების შესახებ გარიგებასთან დაკავშირებით.
„ჩემი, როგორც სახელმწიფო მდივნის მთავარი პრიორიტეტია უზრუნველყოფილი იყოს ამერიკელების კეთილდღეობა“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.
„საუკეთესო გზა, ყველაზე ეფექტური გზა, რომ ყველა სახლში დაბრუნდეს, მათ შორის ამერიკელი მძევლები, არის ეს წინადადება, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც ახლა მაგიდაზეა. ვნახოთ, მივიღებთ თუ არა პასუხს „ჰამასისგან“, – დასძინა მან.
კომენტარები