Theplayerstribune-ზე ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელი ბლოგი გამოქვეყნდა. საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ლიდერი იხსენებს ბავშვობას, წერს საქართველოზე, ნეაპოლში ცხოვრებაზე, საბეძნეთთან ჩატარებულ ისტორიულ მატჩსა და ევრო 2024-ის მოლოდინებზე:
„მართალია, რომ საქართველო საუკეთესოა. ყველაფერში. ოღონდ, მგონი, გულის სიღრმეში არავის სჯეროდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდოდით. არავინ ამბობდა, მაგრამ ყველა ასე ფიქრობდა.
საბერძნეთის წინააღმდეგ ფინალური პლეი ოფი ცოტა მძიმე იყო. ყოველდღე, ყოველ წამს ამ თამაშზე ვფიქრობდი.
ჩემს თავს გამუდმებით ვეუბნებოდი: უნდა მოვიგოთ. უნდა გამომივიდეს, ჩემი მეგობრებისთვის. ჩემი თანაგუნდელებისთვის. ჩემი ხალხისთვის.
სტრესი. ზეწოლა, რასაკვირველია.
ყველა ბოლომდე დავიხარჯეთ, 100 პროცენტით. პენალტებში განსაკუთრებით. პენალტები ჩემთვის ყოველთვის 50-50-ზეა. არავინ არ იცის, როგორ დასრულდება.
პენალტები როცა დაიწყო და მამარდაშვილმა ბურთი მოიგერია, ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ. საშინლად ვნერვიულობდი, ვერ ვწყნარდებოდი, ნამეტან ზეწოლას ვგრძნობდი. ყველას გავერიდე, არ მინდოდა ვინმეს ვენახე.
მარტო.
ვკანკალებდი. რა თქმა უნდა, საუკეთესო მეკარე გვყავს, მაგრამ მაინც ვნერვიულობდი. ვფიქრობდი, ღმერთო, მიდით, ბიჭებო. ბოლო პენალტი კვეკვესკირის იყო და ვუთხარი, ნიკა შენ უნდა დაასრულო.
გოლი რომ გაიტანა, მიწაზე დავეცი და „ვაიმე, გამოგვივიდა“-მეთქი.
ყველა უბედნიერესი იყო“- ამბობს კვარაცხელია ბლოგში.