ხელფასის მატების გარეშე საჯარო სკოლის არცერთი მასწავლებელი არ დარჩება, ეს განათლების მინისტრის დაპირებაა. გადაწყვეტილება ანაზღაურების ზრდის შესახებ 1-ლი ივლისიდან ძალაშია და ჯამში 52 ათას ადამიანს ეხება.
რაც შეეხება ზრდის ოდენობას. ეს სტატუსით, სტაჟით და საათობრივი დატვირთვით განისაზღვრება. უმეტესობას 500-ლარიანი ნამატი ეხება, ნაწილის ანაზღაურება 800 ლარამდე გაიზრდება, ზოგს კი, 500 ლარზე ნაკლები დაემატება. მაკა აბულაძე დეტალურად აგვიხსნის ამ სქემას.
კომენტარები