კანადის თავდაცვის მინისტრმა, ბილ ბლერმა განაცხადა, რომ კანადამ გადაწყვიტა, შეაჩეროს უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Sky News-ი ავრცელებს.
ნატოს სამიტის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, ბილ ბლერმა აღნიშნა, რომ ასეთი ნაბიჯისთვის გარემოებები ამ მომენტისთვის არ არის შესაფერისი.
„განვიხილეთ ნატოს მისიის საკითხი [უკრაინელი სამხედროების] მომზადების გაძლიერების მიზნით. ამჟამად გარემოებები არ იძლევა კანადელი ინსტრუქტორების უკრაინაში განლაგების საშუალებას“, – აღნიშნა კანადის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
„ვფიქრობ, გასაგებია შეშფოთება [ამჟამად] უკრაინაში სასწავლო მისიის გაფართოებასთან დაკავშირებით“, – დასძინა მან.
კომენტარები