ტორონტოში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი საოფისე შენობაში მოხდა, რომელიც სკოლისა და საბავშვო ბაღის სიახლოვეს მდებარეობს.
შენობა პოლიციამ ალყაში მოაქცია. სამართალდამცველების ცნობით, სამივე დაღუპული ზრდასრულია. ბავშვები არ დაშვებულან, თუმცა უსაფრთხოების მიზნით სკოლაც და ბაღიც დროებით დაიხურა. მომხდარის დეტალებსა და სავარაუდო ეჭვმიტანილებზე ცნობები არ ხმაურდება. დაწყებულია გამოძიება.
კომენტარები