მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე არის გარკვეული სირთულეები, დარწმუნებულები ვართ, რომ თანმიმდევრულად ვივლით წინ და 2030 წლისთვის საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბერლინში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც საქართველოს ელჩების კონფერენციას დაესწრო.
„ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ელჩის ჩართულობა იმ საერთო საქმეში, რაც დაკავშირებულია ქვეყნის პოზიციების წარმოჩენასთან საერთაშორისო დონეზე. ბუნებრივია, გვქონდა საუბარი ყველა შესაბამის თემასთან დაკავშირებით. ჩვენი პრიორიტეტები ყველასთვის ცნობილია. უმთავრესი პრიორიტეტია ევროკავშირში გაწევრიანება და ამ მიმართულებით მუდმივი პროგრესის მიღწევა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე არის გარკვეული სირთულეები, დარწმუნებულები ვართ, რომ თანმიმდევრულად ვივლით წინ და 2030 წლისთვის საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, – აღნიშნა კობახიძემ.