ზურაბიშვილის ე.წ საგმირო საქმეებს რა გამოლევს. ერთ-ერთი ასეთი თანამედროვე შულავერის კომიტეტის შექმნაა და ლოკალური ომის ქარტია, რომელზე ხელმომწერი 7 ოპოზიციონერი ქალი დეპუტატი რეგიონებში შეხვედრებს მართავდნენ. პრაქტიკულად საარჩევნო კამპანია დაიწყეს. ეს წესით, არავის უნდა უკვირდეს, მაგრამ კანონთან წინააღმდეგობაშია ის ფაქტი, რაც „იმედის კვირისთვის“ გახდა ცნობილი – სხვა მიზნობრიობით შეფუთული საარჩევნო აგიტაციას ერთ-ერთი მსხვილი სადამკვირვებლო ორგანიზაცია უჭერს მხარს.
დეპუტატების რეგიონებში შეხვედრებს გაერთიანებული სამეფოს მთავრობა აფინანსებს, მხარდამჭერი კი ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტია. ანუკი გუმბერიძემ სპეციალურად დღევანდელი ეთერისთვის დასვა მთავარი კითხვა, რამდენად თანხვედრაშია ერთმანეთთან აფინანსებდე კონკრეტული ოპოზიციონერების ვოიაჟებს და პარალელურად აკვირდებოდე არჩევნებს.