სამხრეთ კორეაში ლითიუმის ბატარეების ქარხანაში ძლიერ ხანძარს რამდენიმე თანამშრომელი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ ჰვასონში მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის 16 ადამიანის გარდაცვალებაა დადასტურებული, თუმცა ადგილობრივი მედია წერს, რომ ქარხანაში 20 ცხედარია ნაპოვნი. ინციდენტის დროს ქარხანაში 100-მდე თანამშრომელი იმყოფებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ ლითიუმი წყალთან შეხებისას ინტენსიურად იწყებს რეაგირებას, მეხანძრეებს ცეცხლთან ბრძოლა ქვიშით მოუწიათ, რამაც ლიკვიდაციის პროცესი გახანგრძლივა.
ამ დროისთვის უცნობია რამ გამოიწვია ხანძარი.
სამხრეთ კორეა ლითიუმის ელემენტების წარმოებაში ლიდერია. ამ ელემენტებს იყენებენ ელექტრომობილებსა და ლეპტოპებში.
კომენტარები