25 ივნისს ქუთაისში +31 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. ოზურგეთში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19. ბათუმში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.
ფოთში დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. მზიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. +28 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
ჭიათურაშიც წვიმს. დღე +30 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +14 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი.
ბორჯომშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +32 იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
გორში დღისით +35 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
გუდაურში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღის განმავლობაში +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +22, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.
ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +36 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში +34 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.
გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +36 გრადუსი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +36 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში დღისით +34 გრადუსი და ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +35 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.