აშშ-ში ვიზიტით მყოფმა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ამერიკელ კოლეგასთან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ისრაელის ხალხი არასდროს დაივიწყებს ამერიკის მხარდაჭერას.
ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ასევე მოუწოდა შეერთებულ შტატებს, შეასრულოს თავისი დიდი ხნის ვალდებულება, ხელი შეუშალოს ირანს ბირთვული იარაღის მოპოვებაში.
„მე აქ ვარ ჩვენი საერთო მიზნების განსახილველად: ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების გაძლიერება“, – აღნიშნა იოავ გალანტმა.
კომენტარები