ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ახალ გენერალურ მდივნად შვეიცარიელი ალენ ბერსე აირჩია.
ის ხუთწლიანი ვადით უფლებამოსილების შესრულებას 2024 წლის 18 სექტემბრიდან შეუდგება. ხმის მიცემის მეორე რაუნდისას ბერსემ ხმათა უმრავლესობა – 114 ხმა მოიპოვა.
სხვა კანდიდატებს შორის იყვნენ ინდრეკ საარი ესტონეთიდან და დიდიე რეინდერსი ბელგიიდან.
ალან ბერსე 2012-2023 წლებში შვეიცარიის მთავრობის წევრი იყო. ამ პერიოდის განმავლობაში ის ორჯერ იკავებდა პრეზიდენტის პოსტს. 2003-2011 წლებში ის შვეიცარიის ფედერალური პარლამენტის წევრი იყო.
კომენტარები