თურქმა სამართალდამცველებმა ე.წ. ისლამურის სახელმწიფოს წევრობაში ეჭვმიტანილი 16 ადამიანი დააკავეს. მასშტაბური სპეცოპერაცია ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონში, შანლიურფაში, ჩატარდა.
ისინი საცხოვრებელ სახლებში აიყვანეს, რეიდების სხვა დეტალები კი უცნობია.
თურქეთი საზღვრის მიმდებარე რეგიონების ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისგან გაწმენდის მიზნით მეზობელ სირიაში სახმელეთო ოპერაციას აგვისტოდან ატარებს.
კომენტარები