“რუსთავი 2”-ის ყოფილი წამყვანი დავით კიკალიშვილი ტელეკომპანიიდან დიმა ობოლაძის წასვლის გადაწყვეტილებას ეხმაურება.
“დიმა ობოლაძე კარგი ადამიანი, მეგობარი და თავისი საქმის მოყვარულია. “რუსთავი 2″-თან ერთად ბევრი რამ გადახდომია და ყველაზე კრიზისულ პერიოდებში არ მიუტოვებია ეს არხი. მის გადაწყვეტილებას თავისი მიზეზები ექნებოდა. ასე რომ ვინც მას არ იცნობთ, მოერიდეთ ნაჩქარევ განსჯას და აჯობებს უფრო მნიშვნელოვანი თემებით დაკავდეთ!”, – წერს დავით კიკალიშვილი.
კომენტარები