საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა დღეს არაერთხელ შეგვიკრა სუნთქვა, არაერთხელ გვაგრძნობინა ეროვნული სიამაყე და აღმაფრენა, – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მადლობას უხდის და გამარჯვებას ულოცავს.
„კიდევ ერთი ბედნიერი დღე გათენდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი გადაიშალა საქართველოს საფეხბურთო ისტორიაში! საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა და მერვედფინალშია!
უდიდესი მადლობა ჩვენს ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს გამარჯვება რეალობად აქცია! ეს არ არის მხოლოდ გამარჯვება, ეს არის თქვენი ფენომენალური შრომის, შეუდარებელი ოსტატობისა და თავგანწირვის აღიარება.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა დღეს არაერთხელ შეგვიკრა სუნთქვა, არაერთხელ გვაგრძნობინა ეროვნული სიამაყე და აღმაფრენა.
გილოცავთ ამ ისტორიულ მიღწევას! წინ უფრო მეტი ბრძოლა და კიდევ უფრო მეტი გამარჯვებაა!”, – წერს სოციალურ ქსელში ილია დარჩიაშვილი.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან პლეი ოფის საგზური მოიპოვა.