ბიძინა ივანიშვილი დამატებით სტიმულსა და მოტივაციას აძლევს ეროვნულ ნაკრებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მდინარაძის თქმით, ძალიან მაგარია, რომ ეროვნულ ნაკრებს სოლიდური ჯილდო ერგება.
„30 მილიონი ლარი არის დამატებითი სტიმულია იმ ეროვნულ სიამაყესთან ერთად, რომ ყოველთვის გამოჩნდება ხოლმე ქვეყნის პატრიოტი ადამიანი, ამ შემთხვევაში, შემთხვევითი ნამდვილად არ არის, რომ ეს ბიძინა ივანიშვილია, რომელიც დამატებით სტიმულს, მოტივაციას აძლევს ეროვნულ ნაკრებს. ძირითადი მოტივაცია არის ქვეყნის სიხარულის, ბრძოლის, გამარჯვების ჟინი, შენი ქვეყნის და ხალხის გახარების სურვილი. დამატებითი სტიმული, რა თქმა უნდა, უდიდესი მოტივაციაა. ყოველთვის ასე ხდება ხოლმე, მიღებული პრაქტიკაა და ძალიან მაგარია, რომ სოლიდური ჯილდო ერგებათ ჩვენს ბიჭებს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.