არჩილ თალაკვაძემ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლა მიულოცა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ ფეხბურთელებმა ღირსეული გამარჯვება მოიპოვეს.
„ბრწყინვალე თამაში ჩაატარეს ჩვენმა ფეხბურთელებმა და მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულს, ვინაიდან იბრძოლეს ბოლომდე, იბრძოლეს საქართველოსთვის და მთელს მსოფლიოს დაუმტკიცეს, რომ ჩვენ შეგვიძლია ღირსეულად გამარჯვება ევროპულ მოედანზე“, – განაცხადა თალაკვაძემ.
კომენტარები