გავლენიანი იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი დღეს გერმანიაში ხვიჩა კვარაცხელიასა და მის აგენტს შეხვდა.
„ნაპოლის“ გზავნილი კვარასთვის მკაფიოა: „ნაპოლი“ არ აპირებს მის გაშვებას ამ ზაფხულს, რადგან ის კონტესა და კლუბის წამყვანი მოთამაშეა. ევროს დასრულებისთანავე „ნაპოლი“ [კვარას] ახალი კონტრაქტის წინადადებას გაუგზავნის“, – წერს ფაბრიციო რომანო.
კომენტარები