კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი ანსამბლ „მძლევარს“ ესტუმრა და ანსამბლის 30 წლიანი საქმიანობის ანგარიში მოისმინა. შემაჯამებელი ანგარიში ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა კახა ონაშვილმა წარადგინა.
„მძლევრის“ წევრებმა წარმოადგინეს როგორც ქართული ფოლკლორის ნიმუშები, ისე უცხოური სიმღერები.
მინისტრმა ანსამბლის ხელმძღვანელობასთან ერთად სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის საკითხები განიხილა, ანსამბლის წევრებს კი მადლობა გადაუხადა მათი შრომისათვის და წარმატებები უსურვა.
კომენტარები