მე როგორც რიგით ქართველს, მგონია რომ კვარა მსოფლიოში საუკეთესოა, – ამის შესახებ ესპანეთთან ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩის წინა პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა განაცხადა.
„კვარას ვგულშემატკივრობ. ვფიქრობ, ის საუკეთესოა მსოფლიოში და ერთ-ერთი მათგანია, ვისაც შეუძლია „ოქროს ბურთი“ მოიგოს. ეს არ ნიშნავს, რომ მე ესპანელ ფეხბურთელებს პატივს არ ვცემ, ჩემი “რესპექტი” მათ. რა თქმა უნდა, ისინიც ძალიან მაგრები არიან, მაგრამ, მე, როგორც რიგით ქართველს, მგონია, რომ კვარა მსოფლიოში საუკეთესოა.
ჩემი აზრით, ესპანეთი ითამაშებს გახსნილ ფეხბურთს, შეგვიტევენ, მაგრამ ჩვენ უნდა ვითამაშოთ როგორც პორტუგალიასთან, დაცვითი ფეხბურთი კარგად, უშეცდომოდ და შემდეგ გადავიდეთ შეტევაში, რადგან გვყავს სწრაფი ფეხბურთელები. მათ შეუძლიათ ბევრი ხიფათი შექმნან ესპანეთის საჯარიმოში“, – აღნიშნა გიორგი მამარდაშვილმა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან პლეი ოფის საგზური მოიპოვა. მერვედფინალში „ჯვაროსნები“ ესპანეთს შეხვდებიან. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.