ესტონეთის პრემიერმინისტრის პოსტზე კაია კალასს კრისტენ მიჰაუ შეცვლის, – ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
კრისტენ მიჰაუს კანდიდატურა პრემიერმინისტრის პოსტზე ესტონეთის მმართველმა რეფორმების პარტიამ აირჩია. აქამდე კრისტენ მიჰაუს ესტონეთის მთავრობაში კლიმატის მინისტრის პოსტი ეკავა.
როგორც ცნობილია, კაია კალასი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოზიციას დაიკავებს.
კაია კალასი ესტონეთის პირველი ქალი პრემიერმინისტრი 2021 წელს გახდა. იმისთვის, რომ კრისტენ მიჰაუ ოფიციალურად ესტონეთის პრემიერმინისტრი გახდეს საჭიროა, რომ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭიროს პარლამენტმა და პრეზიდენტმა ალარ კარისმა.
კომენტარები