აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ღაზაში ომი არ შეიძლება დასრულდეს ისრაელის ოკუპაციით, „ჰამასის“ მმართველობით ან ხელმძღვანელობაში ვაკუუმით.
„როდესაც [ღაზაში] ეს კონფლიქტი დასრულდება, ის არ შეიძლება და არ უნდა დასრულდეს ღაზაში ვაკუუმით . ის უნდა დასრულდეს ისე, რომ არსებობდეს მკაფიო, თანმიმდევრული, მიღწევადი გეგმები ღაზის მართვის, უსაფრთხოებისა და აღდგენისთვის“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
„ჩვენ ვიცით, რომ არსებობს სამი რამ, რაც მიუღებელია ღაზის მომავლისთვის: ისრაელის ოკუპაცია, „ჰამასის“ მმართველობა ან ქაოსი, ანარქია, უკანონობა, რასაც დღეს ღაზის დიდ ნაწილში ვხედავთ“, – დასძინა ენტონი ბლინკენმა.
კომენტარები