კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მრჩევლად დაინიშნა. ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
“დღეს დავინიშნე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მრჩევლად.
ჩემთვის ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და უდიდესი გამოწვევაა.
უპირველეს ყოვლისა, მადლობას ვუხდი ჩემს ძვირფას სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და ყველას, ვინც რამოდენიმე წლის წინ გულითადად მიმიღო საქართველოს უძველესი და ისტორიული უმაღლესი სასწავლებლის კედლებში;
ყველას, ვინც გვერდით დამიდგა და მომცა საშუალება სტუდენტებისთვის მნიშვნელოვან ყველა საჭირბოროტო საკითხზე მემუშავა და მათი ინტერესების გათვალისწინებით მომეგვარებინა. ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, თქვენ ხართ ჩვენი სამშობლოს მომავალი და გპირდებით, რომ ჩემი ახალი პოზიციიდან გამოვიყენებ ყველა შესაძლებლობას და მუდამ თქვენს გვერდით ვიქნები‼️
თქვენ ხართ ის თაობა რომელიც საქართველოს ისტორიის ახალ ფურცელს წერთ✊მიყვარხართ და მეამაყებით❤️✊
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი / Georgian Technical University“, – წერს დავით ოქიტაშვილი.