საქალაქო სასამართლოში ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის საქმის განხილვა გრძელდება.
დღეს წინასასამართლო სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. გარდა ამისა, სასამართლომ ბრალდებულის მიმართ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა და არსებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
სხდომა ამჯერადაც დახურული რეჟიმში მიმდინარეობდა.
გამოძიება უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვებასა და შენახვას ედავება.
კომენტარები