ძალიან დიდი ემოციები განვიცადეთ ყველამ. მადლობა ყველა გულშემატკივარს. ვამაყობთ, რომ ქართველები ვართ, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ლოჩოშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„ალბათ ჩემი ცხოვრების უბედნიერესი დღეა. ალბათ სრულიად საქართველოსთვისაც ერთ-ერთი გამორჩეული დღეა. ძალიან დიდი ემოციები განვიცადეთ ყველამ. მადლობა ყველა გულშემატკივარს. ვამაყობთ, რომ ქართველები ვართ“, – აღნიშნა ლოჩოშვილმა.
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.
კომენტარები