უმადური ერი ვართ და ამიტომ ჩვენო მაგარო ბიჭებო, დაიკიდეთ და თქვენს საქმეს მიაწექით! – ამის შესახებ ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ვაჰ, საოცრება ერი ვართ! ჯერ კიდევ გუშინწინ ეს ხალხი წერდა: გმირი ბიჭები არიანო, საოცარი გარღვევა მოახდინესო, 30 წლის მერე ევროპაზე და თან პორტუგალიას მოვუგეთო.. იგივე ხალხი მეორე დღის დილაუთენია წერდა საოცრად და პომპეზურად უნდა დავხვდეთ ჩვენს ბიჭებსო…
მერე იგივე ხალხი წერდა, აეროპორტში პლასტიკატგადაკრული, დაბურული ავტობუსით რატომ გამოიყვანეს, ბავშვებს ხელის დაქნევა უნდოდა ფეხბურთელებისთვის და პომპეზური შეხვედრაო, ჩვენს ნაკრებს არავის მოვაპარინებთო… რამდენიმე საათში იგივე ხალხი წერდა, ეს ღია ავტობუსით ჩამოტარება, პომპეზურობა და ბავშვების ხელისქნევა რა არის, კომუნიზმიაო… რამდენიმე საათში კი იგივე ხალხი წერდა, ვაიმე, რას ვზეიმობთ ხალხო, მოვიგეთ რამეო?😂🤣🤣🤣 ჰოდა, მაგარი დედამოტ… (ბოდიშს ვიხდი უცენზურობისთვის- ზუსტად მიესადაგება, ყველას არ ეხება🙏) უმადური ერი ვართ და ამიტომ ჩვენო მაგარო ბიჭებო, დაიკიდეთ და თქვენს საქმეს მიაწექით!!❤️❤️”, – წერს ეკა სეხნიაშვილი”.