თბილისში მიმდინარე საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის „m&i Tbilisi 2024“ მონაწილეები ქართულ კულტურას გაეცნენ. ევროპის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები, დამკვეთები და სერვისის მიმწოდებლები რუსთაველის თეატრში კონცერტს დაესწრნენ.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით საერთაშორისო ფორუმი 4 ივლისის ჩათვლით ტარდება.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ პოტენციური დამკვეთები დიდი ბრიტანეთიდან და ევროპის შემდეგი ქვეყნებიდან.
ფორუმის მონაწილეები ეცნობიან ტურისტულ ინფრასტრუქტურას, შეხვედრებს მართავენ ქართული კომპანიების წარმომადგენლებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების მიზნით.
კომენტარები