ქარიშხალმა „ბერილმა“ იამაიკას გადაუარა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, კუნძულოვან სახელმწიფოში საათში 215 კილომეტრი სიჩქარის ქარი ქროდა და ძლიერი წვიმა 12 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
დაზიანდა შენობები, ელექტროგადამცემი ხაზები და საქალაქო ინფრასტრუქტურა. ძლიერ წვიმას წყალდიდობაც მოჰყვა. ქარიშხალმა ბერილმა მანამდე კარიბის ზღვის აუზის რამდენიმე ქვეყანას გადაუარა და საერთო ჯამში 7 ადამიანი იმსხვერპლა.
ამ დროისთვის ქარიშხალი მესამე კატეგორიის შტორმამდე შემცირდა და კაიმანის კუნძულებისა და სამხრეთ მექსიკისკენ მიემართება.
კომენტარები