თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა. საქართველო და მისი დედაქალაქი სტრატეგიულ პარტნიორს ამ ფორმით ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს, – ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
„ვულოცავთ ამერიკელ ხალხს და ჩვენს პარტნიორებს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს- დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების 248-ე წლისთავს. გისურვებთ კეთილდღეობას და მშვიდობას!“ – წერია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომენტარები