ისრაელის თავდაცვის ძალებმა გასულ ღამეს ლიბანის სამხრეთით მდებარე „ჰეზბოლას“ სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაცია ისრაელის არმიის ოფიციალურ ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.
„ღამით ისრაელის თავდაცვის ძალების მოიერიშე თვითმფრინავებმა ლიბანის სამხრეთით მდებარე „ჰეზბოლას“ ტერორისტული ობიექტები დაბომბეს ინფრასტრუქტურის ჩათვლით“, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, როგორც ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყება, მათ არტილერიას მთელი ღამის განმავლობაში ცეცხლი ჰქონდა გახსნილი ლიბანის სამხრეთით ნაქურას რაიონში საფრთხის განეიტრალების მიზნით.
გუშინ დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 200 რაკეტა და 20 დრონი გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა რაკეტებისა და დრონების ნაწილის ჩამოგდება შეძლო.
კომენტარები