ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს, კირ სტრამერს მიულოცა.
„გილოცავთ კირ სტრამერ! ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობა დაფუძნებულია ჩვენს საერთო ღირებულებებსა და მრავალწლიან მეგობრობაზე. როგორც მოკავშირეები და პარტნიორები, ჩვენი საერთო ინტერესშია მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება“, – წერს რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში.
დიდი ბრიტანეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, „კონსერვატორების“ 14-წლიანი მმართველობის შემდეგ ვადამდელ არჩევნებში არჩევნებში „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გაიმარჯვა.თემთა პალატის 650-კაციან შემადგენლობაში ლეიბორისტები410 ადგილს დაიკავებენ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კი მათი ლიდერი, კირ სტრამერი გახდება.
კომენტარები