აშშ-ის პირველმა ლედიმ, ჯილ ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი მეუღლე საპრეზიდენტო რბოლაში რჩება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„როგორც მთავარსარდალი, პრეზიდენტი ბაიდენი ყოველ დილით იღვიძებს თქვენთვის სამუშაოდ. თქვენ ხართ არჩევნების არსი“, – მიმართა მან ამომრჩევლებს ჩრდილოეთ კაროლინას შტატში გამართულ ღონისძიებაზე.
„ამ [საპრეზიდენტო] რბოლის შესახებ ყველა საუბრის მიუხედავად, ჯომ მკაფიოდ განაცხადა, რომ ის რბოლაში რჩება. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო. და როგორც ის ყოველთვის მხარს უჭერდა ჩემს კარიერას, მეც მას ყველაფერში მხარს ვუჭერ“, – დასძინა მან.
კომენტარები