მასკარადი იყო, მეტი არაფერი, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრეზენტაციაზე, – ამის შესახებ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა ამ პარტიების ახალ სახეებზეც ისაუბრა.
„2020 წლის არჩევნებში „ნაცმოძრაობის“ ელმავალს შეჰყვა კორძაია, მერე მთელი ოთხი წელი იყო ცალკე და ახლა ისევ იმ ელმავალს შეახტა, რომელმაც უნდა შეიყვანოს მომავალ პარლამენტში. ძველი ზურა გირჩი ჯაფარიძე ახალ „ნაცმოძრაობაშია“ და მისი ძმა ძველ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუბრუნდა. რეალურად, ეს ხალხი აჩვენებს საზოგადოებას, რომ ისევ ის ხალხია, ხუჭუჭა პატარები, რომლებიც 2012 წლამდე ანადგურებდნენ საქართველოს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალი პოლიტიკური პლატფორმა – „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ დააფუძნეს. პარტიის ყრილობაზე ასევე წარადგინეს ახალი სახეები – ყოფილ მმართველ ძალას შეუერთდნენ თამარ კორძაია, არმაზ ახვლედიანი, გია ჯაფარიძე, ლაშა ბაქრაძე.