ევროკავშირის გაფართოება არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც ახლა ევროპა დგას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში ევროკავშირის გაფართოების ტალღაში საქართველოც მოხვდება.
„დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, დისკუსიაში სხვადასხვა ქვეყნის დონორები და ექსპერტები მიიღებენ მიიღებენ მონაწილეობას, რათა მომავალი კვირისთვის გაერთიანების, გაფართოების მომდევნო ტალღა განიხილონ. მოგეხსენებათ, ათი ქვეყანაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. საქართველო ერთ-ერთი მათგანია. ყველა ქვეყანას აქვს თავისი გამოწვევები. პროცესი გრძელდება. ევროკავშირის ახალი მმართველო დიდი ამბიციებით შეუდგება გაფართოების საკითხს. ევროკავშირის გაფართოება არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც ახლა ევროპა დგას. იმედი მაქვს, რომ ეს მომავალი 5 წლის განმავლობაში მოხდება და ამ ტალღაში საქართველოც მოხვდება. ჯერ ეს საკითხი საბოლოოდ გარკვეული არ არის, მაგრამ ვიმედოვნებ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩვენ განვაახლებთ მუშაობას და დაკარგულ დროს ავანაზღაურებთ, რათა საქართველო ამ პროცესის ნაწილი ისევ გახდეს“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.