გუშინ ჩემი „ხაბე“ ისევ დამიჩაგრეს, ამ ბიჭმა რა დააშავა ისეთი, რომ სცენაზეც არ აუშვეს, განახლებულ სიაშიც ვერ მოხვდა. „ხაბე“, გამაგრდი, გგულშემატკივრობ. ვაშაძეა ახალი სახე, ბოკუჩავა თუ არმაზ დიდი, პარლამენტში რომ ლექციებს ატარებდა ხოლმე? ციფრი დაიტოვეს, სათაური შეცვალეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ სერიოზულად საუბარი არ ღირს.
„მათზე სერიოზულად როგორ უნდა ილაპარაკო, აგდებულად უნდა ილაპარაკო. ნეტა, ბელადმა თუ იცის, მის პარტიას სახელი რომ გადაარქვეს? თავისი პარტიის სახელწოდების რცხვენიათ და შეცვალეს. ახალ სახედ არმაზ ახვლედიანი და კორძაია უნდა შემოგვასაღონ. კორძაიას მიმართ მეგრული სოლიდარობა მაქვს და არ ვიცი, ამ გაუგებრობაში როგორ მოხვდა. ვინაა ახალი სახე? ერთი გვარამიაა ახალი სახე პოლიტიკაში და მეორე – ნიკა მელია. სამარცხვინო სიტუაციაა. ერთმანეთში აქვთ ქიშპი. ამ სახელებით და თითქოსდა განახლებული სახეებით არაფერი იცვლება. „ნაცი“ „ნაცად“ რჩება, გინდ მას წინ ორიანი მიუწერე და გინდ ხუთიანი, მაინც „ნაცები“ არიან თავიდან ბოლომდე. ხუთია მათი ციფრი და „ნაცია“ მათი სახელი. რაც შეეხება დიმა ჩიქოვანის წასვლას, შიგნით დაპირისპირებაა, აბა, ჩემი ხაბე რატომ ჩააჩოჩეს? როგორც ჩანს, კეზერამ დაფინანსებაზე უარი თქვა, ლუზერების დაფინანსება არ უნდა, ბიზნესმენია და მათთვის მოპარული ფული არ ემეტება. შიგნით ბრძოლაა გავლენებისთვის. ბოდიში და, სულ ფეხებზე ჰკიდიათ ქართველი ხალხის ინტერესები, მთავარია, ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური პარტია“, – განაცხადა ზარქუამ.
8 ივლისს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ არჩევნებზე შეცვლილი სახელწოდებით გავლენ.