საფრანგეთი განაგრძობს დაუნდობელ ბრძოლას ტერორისტების წინააღმდეგ და საკუთარი მოქალაქეების მაქსიმალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, რომელმაც კომენტარი გააკეთა დღეს პარიზის აეროპორტ „ორლიში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
„საფრანგეთის პრეზიდენტი მიესალმება პოლიციელებისა და სამხედროების მიერ გამოჩენილ მამაცობასა და ეფექტურობას. პარიზის პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება, რათა გაირკვეს აღნიშნული ინციდენტის მოტივები და გარემოებები“, – ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.
კომენტარები