რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა რუსეთის ფედერაციაში მომუშავე ამერიკული მადიასაშუალებების საქმიანობის შესწავლა გადაწყვიტეს. დეპუტატები აცხადებენ, რომ ეს აშშ-ში ტელეკომპანია Russia Today-ის საქმიანობის საპასუხოდ ხდება.
გამოძიებას დუმის საინფორმაციო პოლიტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და კავშირგაბმულობის კომიტეტი ჩაატარებს. ის „რადიო თავისუფლების“, ამერიკის ხმის“, ტელეკომპანია „სი ენ ენის“ და სხვა ამერიკული მედიასაშუალებების საქმიანობას შეისწავლის.
ამ ინფორმაციის მიხედვით, შესწავლილი იქნება, თუ რამდენად შეესაბამება ამ ტელეკომპანიების საქმიანობა რუსეთის კანონმდებლობას.
კომენტარები