დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ საგანგებო კომიტეტის სხდომა გამართა, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ დღეს პარლამენტის შენობაზე ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად სახელმწიფო დროშა დაეშვება. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
მთელი ღამის განმავლობაში პარლამენტის შენობა პოლიციის მიერ იყო გარშემორტყმული. სამართალდამცველები მოუწოდებდნენ მოსახლეობას, რომ ამ რაიონში გადაადგილებისგან თავი შეეკავებინათ. პოლიციის განცხადებით, დამნაშავე მარტო მოქმედებდა, მაგრამ არ გამორიცხავენ, რომ მას თანამზრახველი ჰყოლოდა.
კომენტარები