საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ რუსი პოლიტიკოსის და ყოფილი დეპუტატის დენის ვორონენკოვის მკვლელობა ვლადიმერ პუტინმა შეუკვეთა.
სააკაშვილი მიიჩნევს, რომ პუტინი „სიამოვნებით ხოცავს ხალხს“.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა. „ვისაც არ უნდა ესროლა ვორონენკოვისთვის, ჩემში არანაირ ეჭვს არ იწვევს, რომ შემკვეთი – ვლადიმერ პუტინია. მე ვიცნობ პუტინს, ხშირად ჩამიხედავს მის თვალებში, მათ შორის ლიტვინენკოს მკვლელობის შემდეგ. პუტინი მკვლელია და ის ხალხს სიამოვნებით ხოცავს. მე მხოლოდ ერთი შეკითხვა მაწუხებს – რატომ ხდება ისე, რომ ჩვენი სახელგანთქმული სამართალდამცველები გერაშენკო და გონჩარენკო ამ სერიულ მკვლელს პუტინს უფლებას აძლევენ, რომ მან კიევის ცენტრში თავისუფლად იმოქმედოს“ – წერს სააკაშვილი.
სააკაშვილი: მე მხოლოდ ერთი შეკითხვა მაწუხებს
2017/03/23 21:37:08
ნანახია: 1989 ჯერ