თურქეთის დასავლეთ სანაპიროსთან მიგრანტთა ნავის ჩაძირვის შედეგად 11 ადამიანი დაიხრჩო.
გასაბერ ნავზე მყოფი ცხრა ადამიანი გადაარჩინეს. გარდაცვლილთა შორის ხუთი ბავშვია.
გავრცელებული ინფორმაციით, მიგრანტები წარმოშობით სირიიდან არიან. სავარაუდოდ, ისინი საბერძნეთის კუნძულებამდე აპირებდნენ მისვლას.
კომენტარები