საქართველოს ექს–პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი უკრაინულ არხზე Zik თავის თოქ–შოუს გაუძღვება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის რადას სახალხო დეპუტატი ბორისლავ ბერეზა წერს.
„ეს წუთია, დამირეკეს ტელეკომპანია Zik–დან. ახალ თოქ–შოუში მიმიწვიეს. ახალი ტრენდია – წამყვანებად პოლიტიკოსები. რაბინოვოჩი, ლიაშკო და ახლა უკვე სააკაშვილი. გამოდის, კიდევ ერთმა ვაკანსიამ ჩამიარა გვერდით“, – წერს ბერეზა.
Zik უკრაინული ტელეარხია. მან მაუწყებლობა 2010 წლის 1 სექტემბერს დაიწყო.
კომენტარები