„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, სასამართლო პროცესზე „ნაციონალური მოძრაობის“ მაისურით გამოცხადდა.
დღევანდელ სხდომაზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს უსმენენ, რომლებიც კანონის აღსრულებასთან, რეგისტრაციის პროცესთან და პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით საუბრობენ.
პარალელურად, საკონსტიტუციო სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს აქტივისტების მობილიზებას საკონსტიტუციო სასამართლოსა და საჯარო მოხელეებზე ზეწოლის მიზნით.
ცნობისთვის, მოსარჩელე მხარემ მოთხოვნები შეამცირა და პირველივე დღეს, კონსტიტუციის მეთერთმეტე მუხლთან დაკავშირებით მოთხოვნა სარჩელიდან ამოიღეს, რომელიც დისკრიმინაციის აკრძალვას გულისხმობს.