ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრიდან მეორე დღეს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო რუსეთში გაემგზავრა.
ვიზიტის ამსახველი ფოტოები მან თავად გამოაქვეყნა წარწერით: „სანკტ-პეტერბურგი“.
სიიარტოს ვიზიტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ბრიუსელში განხილვის შემდეგ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინასა და ისრაელთან მიმართებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებები გააკრიტიკა.
კომენტარები