ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი სალოტბარო სკოლებში მოსწავლეთა მიღებას აცხადებს.
ცენტრის ინფორმაციით, მოსწავლეები სალოტბარო სკოლებში ქართულ ტრადიციულ გალობასა და ხალხურ სიმღერას შეისწავლიან.
„სალოტბარო სკოლაში მოსწავლეთა რეგისტრაცია წარმოებს მიმდინარე წლის 2 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით. სალოტბარო სკოლაში მიღების მინიმალური ასაკია 6 წელი, ასაკის ზედა ზღვარი შეუზღუდავია.
სალოტბარო სკოლაში რეგისტრაციისთვის მოსწავლემ (მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა) უნდა შეავსოს ცენტრის მოსწავლის სარეგისტრაციო ბარათი (ანკეტა), ასევე – ფოტო ¾-ზე. სალოტბარო სკოლაში რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც მითითებულ ლინკზე ასევე ადგილზე“, – აცხადებენ ცენტრში.
კომენტარები