ეს არის საქართველოს მოსამართლეთა უმაღლესი კეთილსინდისიერებისა და კომპეტენციის გამოყენებით განხორციელებული მართლმსაჯულების შედეგი, – განაცხადა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა.
ის ასე გამოეხმაურა ევროკავშირის პროგრამა „ჰორიზონტის“ სამეცნიერო კვლევითი პროექტის შედეგს, რომლის მიხედვითაც საქართველოს უმაღლესი შეფასება მიენიჭა.
„პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ კვლევაზე მუშაობდა მეცნიერთა შესაბამისი ჯგუფი. მიღებული მონაცემები მათ ობიექტურად და სწორედ მეცნიერული მეთოდოლოგიის გამოყენებით დაამუშავეს. ამიტომ ჩვენთვის სარწმუნო არის სწორედ ამგვარი კვლევის შედეგები და არა პოლიტიკური დღის წესრიგით განპირობებული სხვა ტენდენციური ე.წ. კვლევების შედეგები”, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
კომენტარები
