ფაშისტური კამპანია, რომელიც უკვე დიდი ხანია, ჩვენს ქვეყანაში ვრცელდება, კლავს, პირდაპირი მნიშვნელობით, – ამგვარად შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ პარტიის წევრის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალების ფაქტი.
„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, გამომდინარე იქიდან, რომ აღარ აქვს ბერკეტები და შესაძლებლობა, რომ პირდაპირი მნიშვნელობით – იარაღის თუ სხვა საშუალების გამოყენებით დახოცოს ადამიანები ქუჩაში, ახლა გადასულია კიდევ უფრო ამორალურ ქმედებებზე – სიტყვით ისე ძალადობენ ადამიანებზე, რომ ტრაგიკული შედეგი მივიღეთ. მე მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ოჯახს. ცალსახაა, რომ ის ფაშისტური კამპანია, რომელიც უკვე დიდი ხანია, ჩვენს ქვეყანაში ვრცელდება, კლავს, პირდაპირი მნიშვნელობით“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
კომენტარები