ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს უკვე პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს.
„ვიდრე რადიკალები ცდილობენ, თავიანთი ბნელი დღის წესრიგით აცხოვრონ ქვეყანა, ჩვენს გარშემო კარგი და საამაყო ამბები ხდება. როდესაც პროექტი დაანონსდა, მაშინ რამდენიმე ე.წ ელიტურმა ინტელექტუალმა ლექტორმა და პოლიტ-პროფესორმა ფსონიც კი დადო პირდაპირ ეთერში, რომ ეს იყო ტყუილი და ბლეფი და ქუთაისში ისტორიული პროექტი ვერ განხორციელდებოდა. ალბათ, ძალიან გაუჭირდებათ ამის მოსმენა, მაგრამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს უკვე პირველი კურსდამთავრებულებიც ჰყავს!
ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უპრეცედენტო ქველმოქმედება განათლებაში მილიარდ ევროზე მეტს მოიცავს. სწორედ ივანიშვილების ოჯახმა მისცა შანსი ახალ თაობას ევროპული განათლება საკუთარ ქვეყანაში მიიღოს“, – აღნიშნა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ პირდაპირ ეთერში საუბრისას.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამომავლო პერსპექტივებზე ნახეთ მარიამ იშხნელის სპეციალური რეპორტაჟი.